ლეთს თრეველი (Lets Travel)

    



 

               ტერმინოლოგია-სასტუმროები                                                         

        ნებისმიერ სასტუმროს გააჩნია ნომრები სხვადასხვა განთავსებით. ნომერი შეიძლება იყოს ძირითად კორპუსში ან კოტეჯში, ზღვის ან ბაღის ხედით და ა.შ. ყოველივე ამის განსამარტად გამოიყენება სპეციალური ტერმინები, უმეტეს შემთხვევაში კი მათი შემოკლებული ვარიანტები. გთავაზობთ ძირითად ტერმინებს:


             განთავსების კლასიკური ტიპები:

   SGL--ერთადგილიანი ნომერი;

   DBL--ორადგილიანი ნომერი; ორადგილიანი ნომერი ერთი დიდი საწოლით;

   TWIN--ორადგილიანი ნომერი, ორი ცალკ-ცალკე საწოლით;

   TRPL--სამადგილიანი ნომერი;

   EXB(extra bed)--დამატებითი საწოლი;

   CHD--ბავშვი(ჩვეულებრივ 12 წლამდე ასაკის);

   INF--ჩვილი ბავშვი(2 წლამდე ასაკის);

   RO(room only)--კვების გარეშე განთავსება;

   SGL+CHD(2-6)--ერთი უფროსი და ბავშვი 2-დან 6 წლამდე;

   DBL+2CHD(2-6)(6-12)--ორი უფროსი და ორი ბავშვი(ერთი ბავშვი 2-6, მეორე-6-დან 12 წლამდე);

   FULL HOUSE--ყველა ნომერი გაყიდულია;

   JUNIOR SUITE--დიდი ოთახი, სადაც გამოყოფილია საწოლი ადგილი.


             ნომრების კლასიფიკაცია:

   STD--სტანდარტული ნომერი;

   APARTMENT--ოროთახიანი ნომერი;

   BG(bungalo)--განცალკევებული შენობა, კოტეჯი;

   FAMILY ROOM--საოჯახო ოთახი, სტანდარტზე უფრო დიდი;

   HV(holiday village)--სასტუმრო, რომელიც შედგება ბუნგალოებისგან;

   MB--ძირითადი შენობა;

   SUITE--კომფორტაბელური ოთახი, გამოყოფილი დასასვენებელი ადგილით;

   DELUXE--მაღალი კლასის სასტუმრო(კერძო მომსახურებით).


             კლასიფიკაცია ოთახიდან ხედის მიხედვით:

   BV(beach view)--ზღვის(სანაპიროს) ხედი;

   GV(garden view)--ბაღის ხედი;

   LV(land view)--ეზოს ხედი;

   SV(sea view)--ზღვის ხედი;

   MV(mountain view)--მთის ხედი;

   ROH(run of the house)--განთავსება ოთახში ხედის დაზუსტების გარეშე.


            კვების კლასიფიკაცია:

   RO--კვების გარეშე;

   BB--საუზმე;

   HB--ორჯერადი კვება(დილა-საღამოს);

   FB--სამჯერადი კვება;

   ALL INC--კვება მთელი დღის განმავლობაში+ადგილობრივი  სასმელები(სისტემა-"ყველაფერი შედის");

   ULTRA ALL INC--სისტემა "ყველაფერი შედის"+უცხოური წარმოების სასმელები;

   CONTINENTAL BREAKFAST--მსუბუქი საუზმე(ჩაი, ყავა ან წვენი, კარაქი, ჯემი, პური);

   ENGLISH BREAKFAST--სრული საუზმე(+კვერცხი ან ომლეტი ძეხვით, ტოსტები);

   A-LA CARTE--მენიუ, რომელშიც ყოველ კერძს მითითებული აქვს ფასი;

   BRUNCH--კვება საუზმესა და სადილს შორის;

   HOTELGARNI--სასტუმრო რესტორნის(საუზმის) გარეშე.





 


 



 


 

დაგეგმე შენი დასვენება

ვალუტის კურსი ამინდის პროგნოზი