ლეთს თრეველი (Lets Travel)
Get Adobe Flash player

თურქეთის კურორტები

04.02.10

თურქეთი - ოფიციალურად თურქეთის რესპუბლიკა, ქვეყანა ევრაზიაში, რომელიც ანატოლიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. თურქეთის სანაპირო ზოლი გადაჭიმულია ეგეოსის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე. თურქეთის კურორტები წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ დამსვენებელს იზიდავს ფეშენებელური სასტუმროებით, მყუდრო ყავახანებით, რესტორნებით გადაწყვეტილი ადგილობრივ სტილში, დისკოთეკებით, გასართობი და სავაჭრო ცენტრებით, სუფთა ზღვითა და კარგი ამინდით. თურქეთს დამსვენებლები გართობის გარდა მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობისა, უძველესი ხელოვნებისა და არქიტექტურის გაცნობის მიზნით სტუმრობენ.
ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების სანაპიროებზე ამინდი და ზღვის ტემპერატურე საშუალებას იძლევა მაისიდან ოქტომბრის შუა რიცხვამდე დაისვენოთ.



ხმელთაშუა ზღვის სანაპირო


ანტალია

ანტალია თურქეთის ყველაზე ახალგაზრდა კურორტია, ქალაქ-კურორტი ანტალია ზღვის დონიდან 40 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ზღვისკენ დაშვებულ პლატოზე. ამ კურორტზე გასართობი ბევრი საშუალებაა, მათ შორის რამოდენიმე აკვაპარკი. ანტალიის ლამაზი სანახაობაა “დიუდენის ჩანჩქერი”, რომელიც შეგიძლიათ ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსიის დროს იხილოთ.




ბელეკი

ბელეკი ანტალიის დასავლეთით მდებარეობს, ის თურქეთის ყველაზე ახალი საკურორტო რეგიონია. კურორტზე საუკეთესო პირობებია დასვენებისთვის და გოლფის მოყვარულთათვის: ფიჭვნარი, ულამაზესი ქვიშიანი პლაჟები, კომფორტული სასტუმროები, საუცხოო საცურაო აუზები, სპორტული, გასართობი თანამედროვე საფარის მქონე ჩოგბურთის კორტები, გოლფის მოედნები, რბილი სუბტროპიკული კლიმატი და სასიამოვნოდ თბილი ზღვა.
თუ გსურთ სასტუმროში წყნარი და რესპექტაბელური დასვენება, კარგი იქნება, ბელეკს ეწვიოთ.




სიდე

უძველესი ქალაქია, რომელიც ხმელთაშუაზღვის სანაპიროს ერთ-ერთ საინტერესო ქალაქად ითვლება, სადაც ყველაფერი ანტიკური ქალაქის სტილშია გადაწყვეტილი, მასში წარსული და დღევანდელობა ერთმანეთს არის შერწყმული. იდეალურია ოჯახური დასვენებისათვის.




ალანია

ქალაქი ანტალიის პროვინციაში, ცნობილია, როგორც სრულყოფილი დასვენებისა და გართობის ცენტრი. ხელსაყრელი ფასებიდან გამომდინარე მიმზიდველია ახალგაზრდა დამსვენებლებისთვის



ეგეოსის ზღვის სანაპირო


ბოდრუმი

საუცხოო ადგილია თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის. ულამაზესი ბუნება, გამჭირვალე წყალი, ფიჭვნარი, ფორთოხლის ხეებიანი მინდვრები, ულამაზესი მთები და ფერდობები, თბილი და სუფთა ზღვა, რბილი კლიმატი საუცხოო პირობებს ქმნის წყალქვეშა ცურვის მოყვარულთათვის.
ბოდრუმი ევროპული და თურქული ელიტის საყვარელ დასასვენებელ ადგილად ითველება.
ეს ქალაქი ასევე აღსანიშნავია აქტიური ღამის ცხოვრებით




მარმარისი

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მას განსაკუთრებულ ხიბლს საოცარი ყურეები სძენს.. მარმარისი ცნობილია ხმაურიანი ღამის ცხოვრებით და კოსმოპოლიტიზმით. 




დაგეგმე შენი დასვენება

ვალუტის კურსი ამინდის პროგნოზი